წესები და პირობები 1. შესავალი 1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „რონიუსს“ (შემდგომში - „კომპანია“) შორის გაფორმებულ სავალდებულო ძალის შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენებას, კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის უფლებებს. 1.2. აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებით ნაწილს და ვებ-გვერდზე ვიზიტით, რეგისტრაციითა და პროდუქციის შესყიდვით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს. 1.3. წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 1.4. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით შეცვალოს საიტის მოხმარების წესები და პირობები, მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. მომხმარებელი შეძენის განხორციელებამდე ყურადღებით უნდა გაეცნოს მომსახურების პირობებს. 1.5. ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, ვებ გვერდზე განთავსებულ ლოგოებზე და სხვა ნიშნებზე, სტრუქტურასა და დიზაინზე, სრულად ვრცელდება შპს ,,რონიუსის“-ს საავტორო უფლება. აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 2. მომხმარებლის ანგარიში 2.1. კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შეძენისათვის და ვებ-გვერდით სარგებლობისათვის მომხმარებელს შეუძლია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნა ხორციელდება „რეგისტრაცია“ ღილაკის მეშვეობით, ვებ-გვერდზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად. 2.2. მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი; წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარების შეუძლებლობაზე პასუხს არ აგებს; 2.3. მომხმარებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ანგარიშის შექმნით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა ან/და მესამე პირთა უფლებები. ასეთ შემთხვევებში კომპანიის პასუხისმგებლობა სრულად გამოირიცხება. 2.4. მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის 18 წელს გადაცილებული პირი. 2.5. მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება ამავე წესებსა და პირობებში გაწერილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროდუქციის შეძენა 3.1. შეკვეთის განთავსებისათვის, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი პროდუქტი ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციიდან, დაამატოს აღნიშნული პროდუქტი კალათაში და გადავიდეს შეძენის გვერდზე. 3.2. თუ მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტი მარაგში არ არის, კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ალტერნატიულ პროდუქტს ან თანხის დაბრუნებას. 3.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ნივთის კომპანიის მისამართიდან გატანა, მან ამის შესახებ უნდა შეატყობინოს კომპანიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს ნივთი გაეგზავნება მის მიერ შეკვეთისას მითითებულ მისამართზე. 3.4. შეკვეთის გაგზავნა საქართველოში ხდება შემდეგი წესის შესაბამისად: 3.4.1. სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში - DHL-ის (https://www.dhl.com) მეშვეობით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 საათამდე განხორციელებული შეკვეთა იგზავნება იმავე დღეს, 14:00 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთა - შემდეგ სამუშაო დღეს. შაბათ-კვირას პროდუქტის გაგზავნა არ ხდება. პროდუქტის მიტანა გადამზიდის მიერ ჩვეულებრივ ხორციელდება 2-3 სამუშაო დღეში. სტანდარტული მიწოდება საქართველოს ფარგლებში უფასოა. 3.4.2. შეკვეთის დღეს მიწოდების სერვისის არჩევის შემთხვევაში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით - კომპანიის მიერ დაქირავებული კურიერის მიერ, მიტანის ღირებულება თბილისის ფარგლებში არის 15 ლარი. 3.5. საერთაშორისო შეკვეთების გაგზავნა ხდება DHL-ის (https://www.dhl.com) მეშვეობით. საერთაშორისო შეკვეთის მოწოდება ხდება ონლაინ ტრანზაქციის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში DHL-ის საკურიერო მომსახურების მეშვეობით უფასოდ. 3.6. გადამზიდი კომპანიის კურიერის მიერ ნივთის წამოღების შემდეგ შემსყიდველს ეგზავნება ტვირთის ნომერი (Track number), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გადამზიდი კომპანიის ვებგვერდზე გზავნილის ზუსტი მდებარეობის დადგენა. 3.7. შპს „რონიუსისგან“ შეძენილი ყველა საერთაშორისო შეკვეთა დაზღვეულია გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად. ამანათი დაკარგულად ცხადდება, თუ მიწოდების შეფერხება ორ თვემდე აღწევს. ამანათის დაკარგვის ან ნივთის არ მიღების შემთხვევაში, შემსყიდველს უკან უბრუნდება გადახდილი თანხა. 3.8. მომხმარებელი ვალდებულია ჩაიბაროს შეკვეთილი პროდუქტი მის მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის მომხმარებლის ბრალით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ხელმეორედ გაგზავნის ხარჯი ეკისრება მომხმარებელს. 4. ანგარიშსწორება და თანხის უკან დაბრუნება 4.1. შპს „რონიუსი” თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს გადახდის პირობებს და წესებს. თუ არ არის განსაზღვრული გადახდის რომელიმე სხვა მეთოდი, პროდუქციის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს Visa, MasterCard, AMEX ან განვადების მეშვეობით. თუ გადახდის მომხმარებლისათვის სასურველი მეთოდი არის ინვოისი, ინვოისში მითითებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ვადაში. თანხის გადახდამდე კომპანია ვალდებული არ არის მომხმარებელს პროდუქტი გაუგზავნოს. 4.2. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდის გვერდზე, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება კომპანიის ფიზიკურ მაღაზიაში შეძენის შემთხვევაში. მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. მომხმარებლის კონფედენციალურობა დაცულია. 4.3. ვებ-გვერდზე განთავსებული თითოეული პროდუქტის ფასი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ტრანსპორტირებისას ნივთს ემატება იმპორტის, განბაჟების ან/და სხვა გადასახადი. ასეთ შემთხვევაში დამატებით თანხას იხდის მომხმარებელი. 4.4. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხდება: უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში - იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა ანგარიშსწორება, შეკვეთის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 3-5 საბანკო დღის განმავლობაში. თუ ნივთის შეძენა მოხდა განვადებით, თანხის დაბრუნება ხდება შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტის მიერ და თანხის დაბრუნების ვადა დამოკიდებულია აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტზე (ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია). ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, შეკვეთის დაფიქსირებიდან 3-5 საბანკო დღის განმავლობაში. 5. ხელშეკრულებაზე უარის თქმა 5.1. პროდუქტის ვებ-გვერდზე შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, წინამდებარე წესებისა და პირობების გათვალისწინებით, ნივთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწოდებული საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული. 5.2. შპს “რონიუსი” უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შეკვეთის მიღებაზე ან/და გააუქმოს იგი პროდუქტის მომხმარებლისთვის ჩაბარებამდე. 5.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს, რომ კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას სრულად, მომხმარებელი კი თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნებს პროდუქტს. უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის მიერ გამოყენების ან/და მის მიერ დაზიანების გამო, არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იგი მომხმარებელმა მიიღო. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი. ამასთან, ჰიგიენური მიზეზების გამო, დაუშვებელია გამოყენებული საყურის შეცვლა/დაბრუნება. 5.4. კომპანია უფლებამოსილია, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება. 5.5. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია: ა) კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება; ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხარჯი წინამდებარე წესებისა და პირობების თანახმად ეკისრება კომპანიას. 5.6. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მომხმარებლის მიერ შესაძლოა განხორციელდეს კომპანიის ტელეფონის ნომერზე: თბილისი (+995) 505 559 905/ბათუმი: (+995) 511 470 707 დაკავშირების ან/და სოციალურ ქსელში (https://www.facebook.com/roniuswatches) შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მომხმარებლის მიერ შეკვეთისას მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, შეკვეთის განთავსების თარიღი; შეკვეთილი პროდუქტი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5.7. პროდუქტის უკან დაბრუნების ღირებულებას აანაზღაურებს კომპანია იმ შემთხვევაში, თუ: პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს; პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი. 5.8. ყველა სხვა შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი. 6. პროდუქტის შეცვლა/შეკეთება 6.1. თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ან ფასის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. 6.2. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 6.3. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ან ფასის შემცირება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გადაეცა ნაკლიანი პროდუქტი. მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული არ არის შეცვალოს ან შეაკეთოს პროდუქტი ან შეამციროს პროდუქტის ფასი. 7. საგარანტიო პირობები 7.1. შპს “რონიუსის” პროდუქციაზე ვრცელდება კანონისმიერი გარანტია. ამასთან გარკვეული სახის ნივთებზე კანონისმიერ გარანტიასთან ერთად დამატებით ვრცელდება კომერიული გარანტია. 7.2. კომერციული გარანტიის პირობები გაწერილია საგარანტიო ფურცლით, რომელიც მოჰყვება იმ პროდუქტს, რომელზეც ვრცელდება კომერციული გარანტია. კომერციული გარანტიით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა წარადგინოს საგარანტიო ფურცელი. კომერციული გარანტიის მოქმედების ვადა მითითებულია საგარანტიო ფურცელზე. 7.3. კანონისმიერი საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის უფლებას, ისარგებლოს “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი გამოვლინდა საქონლის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში. 7.4. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. 7.5. გარანტია ქარწყლდება: 7.5.1. თუ პროდუქტი დაზიანდა მომხმარებლის ქმედების შედეგად; 7.5.2. გარანტიის ვადის გასვლით. 8. მხარეთა პასუხისმგებლობა 8.1. მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის და ვალდებულნი არიან მეორე მხარეს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი. 8.2. მხარეები პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან დაუძლეველი ძალის მოქმედებით, როგორიცაა: სტიქიური მოვლენები, ხანძარი, წყალდიდობა, ავარია, საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების აქტები, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. 8.3. კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვალდებულების შეუსრულებლობაზე ან სხვა დამდგარ ზიანზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების უზუსტობის გამო. 9. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 9.1. მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კომპანია, შპს „რონიუსი“ (ს/ნ 402023886). 9.2. პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევისა და სხვა ვალდებულებათა, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა. 9.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ინფორმაციის დამუშავებაზე. 9.4. კომპანიის მიერ მოთხოვნილ მონაცემთა მიწოდება წარმოადგენს ხელშეკრულების დადების აუცილებელ პირობას. მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მომხმარებელის მხრიდან სრულად ან ნაწილობრივ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის ონლიან შეძენა ან/და სხვა მომსახურების მიღების შეუძლებლობა. 9.5. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით. 9.6. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ბანკს და სხვა ნებისმიერ მესამე პირს, თუ ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისათვის. 9.7 ვებ-გვერდზე მოქმედებს Cookie, რომელიც წარმოადგენს პატარა მონაცემთა ფაილს, რომელიც ინახება მომხმარებლის ბრაუზერის მიერ მის მოწყობილობაში. კომპანია იყენებს Cookie ფაილებს ვებ-გვერდის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მომხმარებლის ონლაინ გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. Cookie ფაილებზე თანხმობის გარეშე, მომხმარებელი ვერ შეძლებს ვებ-გვერდით სრულყოფილ სარგებლობას. Cookie ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მომხმარებელმა უნდა იხილოს საკუთარი ბრაუზერის პარამეტრები. 10. დასკვნითი დებულებები 10.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე. 10.2. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები გადაწყდება მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით, თუ მხარეები ვერ მორიგდნენ დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები სპეციალურად თანხმდებიან, რომ დავის განხილვის, მათ შორის სასამართლო დავის განხილვის ადგილია ქალაქი თბილისი. საკონტაქტო ინფორმაცია შპს “რონიუსი” ს/კ: 402023886) იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩუბინაშვილის ქუჩა, N 21 ფაქტობრივი მისამართი: თბილისი - ბამბის რიგი #7 ბათუმი - რუსთაველის გამზირი #40 ტელეფონის ნომერი: თბილისი: (+995) 505 559 905 ბათუმი: (+995) 511 470 707 ელ. ფოსტა: support@roniuswatches.com FB: https://www.facebook.com/roniuswatches
წესები და პირობები
წესები და პირობები
1. შესავალი
1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „რონიუსს“ (შემდგომში - „კომპანია“) შორის გაფორმებულ სავალდებულო ძალის შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენებას, კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის უფლებებს.
1.2. აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებით ნაწილს და ვებ-გვერდზე ვიზიტით, რეგისტრაციითა და პროდუქციის შესყიდვით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
1.3. წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
1.4. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით შეცვალოს საიტის მოხმარების წესები და პირობები, მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. მომხმარებელი შეძენის განხორციელებამდე ყურადღებით უნდა გაეცნოს მომსახურების პირობებს.
1.5. ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, ვებ გვერდზე განთავსებულ ლოგოებზე და სხვა ნიშნებზე, სტრუქტურასა და დიზაინზე, სრულად ვრცელდება შპს ,,რონიუსის“-ს საავტორო უფლება. აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. მომხმარებლის ანგარიში
2.1. კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შეძენისათვის და ვებ-გვერდით სარგებლობისათვის მომხმარებელს შეუძლია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნა ხორციელდება „რეგისტრაცია“ ღილაკის მეშვეობით, ვებ-გვერდზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად.
2.2. მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი; წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარების შეუძლებლობაზე პასუხს არ აგებს;
2.3. მომხმარებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ანგარიშის შექმნით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა ან/და მესამე პირთა უფლებები. ასეთ შემთხვევებში კომპანიის პასუხისმგებლობა სრულად გამოირიცხება.
2.4. მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის 18 წელს გადაცილებული პირი.
2.5. მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება ამავე წესებსა და პირობებში გაწერილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პროდუქციის შეძენა
3.1. შეკვეთის განთავსებისათვის, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი პროდუქტი ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციიდან, დაამატოს აღნიშნული პროდუქტი კალათაში და გადავიდეს შეძენის გვერდზე.
3.2. თუ მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტი მარაგში არ არის, კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ალტერნატიულ პროდუქტს ან თანხის დაბრუნებას.
3.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ნივთის კომპანიის მისამართიდან გატანა, მან ამის შესახებ უნდა შეატყობინოს კომპანიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს ნივთი გაეგზავნება მის მიერ შეკვეთისას მითითებულ მისამართზე.
3.4. შეკვეთის გაგზავნა საქართველოში ხდება შემდეგი წესის შესაბამისად:
3.4.1. სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში - DHL-ის (https://www.dhl.com) მეშვეობით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 საათამდე განხორციელებული შეკვეთა იგზავნება იმავე დღეს, 14:00 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთა - შემდეგ სამუშაო დღეს. შაბათ-კვირას პროდუქტის გაგზავნა არ ხდება. პროდუქტის მიტანა გადამზიდის მიერ ჩვეულებრივ ხორციელდება 2-3 სამუშაო დღეში. სტანდარტული მიწოდება საქართველოს ფარგლებში უფასოა.
3.4.2. შეკვეთის დღეს მიწოდების სერვისის არჩევის შემთხვევაში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით - კომპანიის მიერ დაქირავებული კურიერის მიერ, მიტანის ღირებულება თბილისის ფარგლებში არის 15 ლარი.
3.5. საერთაშორისო შეკვეთების გაგზავნა ხდება DHL-ის (https://www.dhl.com) მეშვეობით. საერთაშორისო შეკვეთის მოწოდება ხდება ონლაინ ტრანზაქციის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში DHL-ის საკურიერო მომსახურების მეშვეობით უფასოდ.
3.6. გადამზიდი კომპანიის კურიერის მიერ ნივთის წამოღების შემდეგ შემსყიდველს ეგზავნება ტვირთის ნომერი (Track number), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გადამზიდი კომპანიის ვებგვერდზე გზავნილის ზუსტი მდებარეობის დადგენა.
3.7. შპს „რონიუსისგან“ შეძენილი ყველა საერთაშორისო შეკვეთა დაზღვეულია გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად. ამანათი დაკარგულად ცხადდება, თუ მიწოდების შეფერხება ორ თვემდე აღწევს. ამანათის დაკარგვის ან ნივთის არ მიღების შემთხვევაში, შემსყიდველს უკან უბრუნდება გადახდილი თანხა.
3.8. მომხმარებელი ვალდებულია ჩაიბაროს შეკვეთილი პროდუქტი მის მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის მომხმარებლის ბრალით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ხელმეორედ გაგზავნის ხარჯი ეკისრება მომხმარებელს.
4. ანგარიშსწორება და თანხის უკან დაბრუნება
4.1. შპს „რონიუსი” თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს გადახდის პირობებს და წესებს. თუ არ არის განსაზღვრული გადახდის რომელიმე სხვა მეთოდი, პროდუქციის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს Visa, MasterCard, AMEX ან განვადების მეშვეობით. თუ გადახდის მომხმარებლისათვის სასურველი მეთოდი არის ინვოისი, ინვოისში მითითებული თანხის გადახდა უნდა მოხდეს მითითებულ ვადაში. თანხის გადახდამდე კომპანია ვალდებული არ არის მომხმარებელს პროდუქტი გაუგზავნოს.
4.2. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდის გვერდზე, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება კომპანიის ფიზიკურ მაღაზიაში შეძენის შემთხვევაში. მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას. მომხმარებლის კონფედენციალურობა დაცულია.
4.3. ვებ-გვერდზე განთავსებული თითოეული პროდუქტის ფასი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ტრანსპორტირებისას ნივთს ემატება იმპორტის, განბაჟების ან/და სხვა გადასახადი. ასეთ შემთხვევაში დამატებით თანხას იხდის მომხმარებელი.
4.4. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხდება:
5. ხელშეკრულებაზე უარის თქმა
5.1. პროდუქტის ვებ-გვერდზე შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, წინამდებარე წესებისა და პირობების გათვალისწინებით, ნივთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 14 დღისა, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწოდებული საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული.
5.2. შპს “რონიუსი” უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შეკვეთის მიღებაზე ან/და გააუქმოს იგი პროდუქტის მომხმარებლისთვის ჩაბარებამდე.
5.3. ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს, რომ კომპანია მომხმარებელს დაუბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას სრულად, მომხმარებელი კი თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნებს პროდუქტს. უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის მიერ გამოყენების ან/და მის მიერ დაზიანების გამო, არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იგი მომხმარებელმა მიიღო. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი. ამასთან, ჰიგიენური მიზეზების გამო, დაუშვებელია გამოყენებული საყურის შეცვლა/დაბრუნება.
5.4. კომპანია უფლებამოსილია, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
5.5. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) კომპანიას ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხარჯი წინამდებარე წესებისა და პირობების თანახმად ეკისრება კომპანიას.
5.6. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მომხმარებლის მიერ შესაძლოა განხორციელდეს კომპანიის ტელეფონის ნომერზე: თბილისი (+995) 505 559 905/ბათუმი: (+995) 511 470 707 დაკავშირების ან/და სოციალურ ქსელში (https://www.facebook.com/roniuswatches) შეტყობინების გაგზავნის გზით. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მომხმარებლის მიერ შეკვეთისას მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, შეკვეთის განთავსების თარიღი; შეკვეთილი პროდუქტი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.7. პროდუქტის უკან დაბრუნების ღირებულებას აანაზღაურებს კომპანია იმ შემთხვევაში, თუ:
5.8. ყველა სხვა შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი.
6. პროდუქტის შეცვლა/შეკეთება
6.1. თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ან ფასის შემცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
6.2. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
6.3. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ან ფასის შემცირება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გადაეცა ნაკლიანი პროდუქტი. მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ვალდებული არ არის შეცვალოს ან შეაკეთოს პროდუქტი ან შეამციროს პროდუქტის ფასი.
7. საგარანტიო პირობები
7.1. შპს “რონიუსის” პროდუქციაზე ვრცელდება კანონისმიერი გარანტია. ამასთან გარკვეული სახის ნივთებზე კანონისმიერ გარანტიასთან ერთად დამატებით ვრცელდება კომერიული გარანტია.
7.2. კომერციული გარანტიის პირობები გაწერილია საგარანტიო ფურცლით, რომელიც მოჰყვება იმ პროდუქტს, რომელზეც ვრცელდება კომერციული გარანტია. კომერციული გარანტიით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა წარადგინოს საგარანტიო ფურცელი. კომერციული გარანტიის მოქმედების ვადა მითითებულია საგარანტიო ფურცელზე.
7.3. კანონისმიერი საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის უფლებას, ისარგებლოს “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი გამოვლინდა საქონლის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში.
7.4. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
7.5. გარანტია ქარწყლდება:
7.5.1. თუ პროდუქტი დაზიანდა მომხმარებლის ქმედების შედეგად;
7.5.2. გარანტიის ვადის გასვლით.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა
8.1. მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის და ვალდებულნი არიან მეორე მხარეს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი.
8.2. მხარეები პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან დაუძლეველი ძალის მოქმედებით, როგორიცაა: სტიქიური მოვლენები, ხანძარი, წყალდიდობა, ავარია, საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების აქტები, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით.
8.3. კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვალდებულების შეუსრულებლობაზე ან სხვა დამდგარ ზიანზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების უზუსტობის გამო.
9. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
9.1. მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კომპანია, შპს „რონიუსი“ (ს/ნ 402023886).
9.2. პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევისა და სხვა ვალდებულებათა, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.
9.3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ინფორმაციის დამუშავებაზე.
9.4. კომპანიის მიერ მოთხოვნილ მონაცემთა მიწოდება წარმოადგენს ხელშეკრულების დადების აუცილებელ პირობას. მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მომხმარებელის მხრიდან სრულად ან ნაწილობრივ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის ონლიან შეძენა ან/და სხვა მომსახურების მიღების შეუძლებლობა.
9.5. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
9.6. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ბანკს და სხვა ნებისმიერ მესამე პირს, თუ ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისათვის.
9.7 ვებ-გვერდზე მოქმედებს Cookie, რომელიც წარმოადგენს პატარა მონაცემთა ფაილს, რომელიც ინახება მომხმარებლის ბრაუზერის მიერ მის მოწყობილობაში. კომპანია იყენებს Cookie ფაილებს ვებ-გვერდის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მომხმარებლის ონლაინ გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. Cookie ფაილებზე თანხმობის გარეშე, მომხმარებელი ვერ შეძლებს ვებ-გვერდით სრულყოფილ სარგებლობას. Cookie ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მომხმარებელმა უნდა იხილოს საკუთარი ბრაუზერის პარამეტრები.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე.
10.2. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები გადაწყდება მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით, თუ მხარეები ვერ მორიგდნენ დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები სპეციალურად თანხმდებიან, რომ დავის განხილვის, მათ შორის სასამართლო დავის განხილვის ადგილია ქალაქი თბილისი.
საკონტაქტო ინფორმაცია
შპს “რონიუსი”
ს/კ: 402023886)
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩუბინაშვილის ქუჩა, N 21
ფაქტობრივი მისამართი:
თბილისი - ბამბის რიგი #7
ბათუმი - რუსთაველის გამზირი #40
ტელეფონის ნომერი:
თბილისი: (+995) 505 559 905
ბათუმი: (+995) 511 470 707
ელ. ფოსტა: support@roniuswatches.com
FB: https://www.facebook.com/roniuswatches